სიახლეები
თბილისში უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.
თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.
ამასთან, მეტეხის ხიდის მიმდებარედ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 50 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე დაილუქა.