საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში უკანონო ნადირობის 7 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში  პრევენციული ღონისძიებები გაატარეს და იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში უკანონო ნადირობის 7 ფაქტი გამოავლინეს.

3 სამართალდარღვევაა გამოვლენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ერთი მოქალაქე რეგისტრირებული იარაღითა და ელექტროსანათი საშუალებით (ე.წ. ფარი) ნადირობდა. მეორე მოქალაქეს არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო იარაღი აღმოაჩნდა. მესამე მოქალაქეს კი, გადამფრენ ფრინველზე მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქალაქე გლუვლულიანი იარაღითა და ელექტროსანათი მოწყობილობით (ფარი) ნადირობდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქალაქე არარეგისტრირებული იარაღითა და ელექტროსანათი მოწყობილობით (ფარი) ნადირობდა.

ხონის მუნიციპალიტეტშიც სამართალდამრღვევს არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო იარაღი და სანათი მოწყობილობა (ფარი) აღმოაჩნდა. მას ასევე მონადირებული ჰქონდა 1 ერთეული გარეული ტყის ქათამი.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქალაქე არარეგისტრირებული გლუვლულიანი იარაღით ნადირობდა და არც შესაბამისი მოსაკრებელი ჰქონდა გადახდილი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: