საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინეს.

დუშეთის, მცხეთის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა სხვადასხვა სახეობის 77 ერთეული და 24 მ3-მდე ხე-ტყის ჭრა-ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: