სიახლეები
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, მოქალაქეები ელექტრო სადენების, ფოთლების, ხმელი ბალახის, საბურავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდნენ.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.