საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ ჭყონში მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, 7 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 0.7 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: