სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
ხუთივე სამართალდარღვევა აჭარის დედაქალაქ ბათუმშია გამოვლენილი. ორმა მოქალაქემ გარემო 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით დაანაგვიანა. სამი მოქალაქე კი, მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტეტრიტორიაზე, არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების (საბურავები) ღია წესით წვას ახორციელებდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. #გარემოსდაცვა2021 #გზდ2021