საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული დაახლოებით 30 კუბური მეტრი (ჯამში) მოცულობის საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული რცხილის სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 10 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაამზადეს და მათი ტრანსპორტირება მოახდინეს.

სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: