სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი აჭარაში, 2 კი - გურიაში დაფიქსირდა.
9 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ხულოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებმა სოფლების - შუასოფლის, ბოძაურის, უჩხოს, ღორჯუმისა და სტეფანაშვილებში, წიწვოვანი სახეობის, ჯამში 75 ერთეული ნახევრად გადამუშავებული მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.
5 სამართალდარღვევა გამოვლინდა შუახევის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები სოფლების - მახალაკიძეების, შუბანის, კობალთასა და ჟანივის მიმდებარედ, წიწვოვანი სახეობის, ჯამში 38 მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
2 სამართალდარღვევა გამოვლინდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეთში. გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის სალონში, მოქალაქეს 4 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი ჰქონდა განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. მეორე სამართალდამრღვევს კი, სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, განთავსებული ჰქონდა 2,1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი. მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს მოქმედების ერთწლიანი ვადა ჰქონდა გასული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, მოქალაქემ ტრანსპორტირება გაუწია 3 ერთეულ წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელ მრგვალ ხე-ტყეს (მორი). ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის სალონში კი, მოქალაქეს 1,5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.