სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, მოქალაქეს, უკანონო ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა განთავსებული.
ინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.