საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

თბილისში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

თბილისში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 8 ერთეული კაკლის სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში.

შედგა შესაბამისი ოქმი. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: