საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტყითსარგებლობის 18 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტყითსარგებლობის 18 ფაქტი გამოავლინეს.

მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის,  ხობის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და განახორციელეს  63 მ3-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: