სიახლეები
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში მოქალაქეებმა მუნიციპალური ნარჩენები, კლდის ნაშალი და ქვანარევვი მიწა დაყარეს.
შედგა შესაბამისი ოქმები და საჯარიმო ქვითრები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა.