საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ნადირობის 16 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ნადირობის 16 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ზესტაფონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ბაღდათის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. 9 მოქალაქე არარეგისტრირებული სანადირო იარაღით ნადირობდა, ხუთმა მოქალაქემ ვერ წარმოადგინა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), 3 მოქალაქე კი ნადირობისას გასანათებელ მოწყობილობას, ე.წ. ფარსაც იყენებდა. ორ მოქალაქეს მონადირებული ჰყავდა 2 ერთეული ტყის ქათამი.

სამართალდამრღვევებს სანადირო იარაღები ჩამოერთვათ. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: