საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია შუახევის, ქედის, ხულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 12 ერთეული ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: