სიახლეები
თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 5.2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი.