სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.
თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.