საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს. სამივე სამართალდარღვევა გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუქართაში, ელექტრონულ ბაზაში ატვირთული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 1 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობისა და 3,39 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) უნდა ჰქონოდა განთავსებული. სახერხი საამქროს გადამოწმებისას გაირკვა, რომ ხე-ტყე ტერიტორიიდან, ელექტრონული ცნობის გარეშე იყო გატანილი.

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხალვარში, ერთ-ერთი სახერხი საამქროს გადამოწმებისას, ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა ელექტრონულ ბაზაში  მითითებული ხე-ტყე - 3,13 კუბური მეტრი ფიცარი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში კი, მოქალაქეს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონულ ბაზაში მითითებული 6,35 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის დახერხილი ხე-მასალის ნაცვლად, მხოლოდ 3,25 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის ფიცარი ჰქონდა განთავსებული.

სამართალდამრღვევების მიმართ, ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების ასახვის დარღვევისა და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: