სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 10 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 10 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ გიორგიწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 1 კი - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოქალაქეები ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.