სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.
თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ჯამში 38 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს და შემდგომში მათი ტრანსპორტირება ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.
ავტომანქანები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.