სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევები გამოვლენილია ამბროლაურის, ხარაგაულის, სამტრედიის, ბაღდათის, ვანისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.
შვიდმა მოქალაქემ, ჯამში დაახლოებით 12 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანის მიმდებარედ შეჩერებული ავტომომანქანის ძარაზე კი, მოქალაქეს 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
7 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა მოქალაქე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე, მორები მანქანიდან გადმოყარა და მიმალვა სცადა. შესაბამისად, სამართალწარმოება, უფლებამოსილი პირების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზეც დაიწყო.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.