სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ახმეტაში მოქმედი სახერხი საამქროს მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 20 ერთეული დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის ხე-ტყე (კოტრი), სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია წიფლის სახეობის 5 ერთეული ნახევრად გადამუშავებული კოტრი, რომელიც სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა, ტრანსპორტირება გაუწია და გადაამუშავა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში მოქალაქეს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა წიფლის სახეობის 3 ერთეული დაუფირნიშებელი კოტრი. ასევე, სახერხ საამქროს არ ჰქონდა ღობე და დანაგვიანებული იყო ნაგვერდულით. ➡ ამავე მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა წიფლის სახეობის 12 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.