საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი საამქრო, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

სახერხი საამქრო დაილუქა. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: