სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
თელავის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს რცხილის სახეობის 1,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი ჰქონდა განთავსებული. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანა დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.