საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ონის, ხონის, ჭიათურის, საჩხერის, ვანის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 58 ერთეული ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში კი, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში გამოვლენილია წიწვოვანი სახეობის 57 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). მოქალაქემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: