სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ხელვაჩაურისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ჯამში 579 კუბურ მეტრამდე მოცულობის ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.