სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 37 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 37 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია სიღნაღის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ჩვიდმეტმა მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის, ჯამში 28 ერთეული ხე-მცენარე. ოცმა მოქალაქემ კი, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 13, 8 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.