საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში, მდინარე ყუმურზე, მოქალაქე ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადით, ე.წ. პარაშუტით ახდენდა თევზჭერას. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა შერეული სახეობის, 0,5 კგ-მდე თევზი.

ანკესზე გამობმული სახლართი ბადით (ე.წ. პარაშუტი) ახორციელებდა თევზჭერას მოქალაქე ქალაქ ქუთაისშიც, მდინარე რიონზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში კი, მოქალაქე თევზჭერას კაშხალთან, აკრძალულ 500-მეტრიან ზონაში ახდენდა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: