სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ელასტომერული მასალის, საბურავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდნენ.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.