საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს.

წალკის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოჭრეს და შემდგომში ტრანსპორტირება გაუწიეს 23 მ3-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანს.

შედგა შესაბამისი ოქმები.  სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: