საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ექსკავატორების გამოყენებით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ჯამში 25 მ3 საღორღე ნედლეული და ქვიშა-ხრეში მოიპოვეს.

შედგა შესაბამისი ოქმები. სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: