სიახლეები
თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
თბილისის მიმდებარედ შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 6 მ3 საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანა და მასზე განთავსებული საშეშე მერქანი დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი.