სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს.
კასპის, ხაშურის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოჭრეს ჯამში 11 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე.
შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.