სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
კასპის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები ტრაქტორისა და სატვირთო ავტომანქანების გამოყენებით, ქვიშა-ხრეშს უკანონოდ მოიპოვებდნენ.
შედგა შესაბამისი ოქმი, ტექნიკა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.