სიახლეები
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მოქალაქეებმა ქვანარევი მიწა დაყარეს.
შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა.