სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს.
მარტვილის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოს მოიპოვეს და შემდგომში ტრანსპორტირება გაუწიეს ჯამში, 33 მ3-ზე მეტ და 63 ერთეულ ხე-ტყეს.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.