სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მოქალაქემ აკაციის სახეობის 0.8 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განახორციელა.
ქალაქ ხონში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოახდინა წიფლის სახეობის 2 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყის (დახერხილი ხე-მასალა) ტრანსპორტირება.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.