სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ოთხი ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ბათუმში, ასევე ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის (ესკავატორი) გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 234,5 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.