საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი საგარეჯოს, 1 ფაქტი გურჯაანის, 1 კი - თელავის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ქალაქ საგარეჯოს, სოფელ გიორგიწმინდას, სოფელ კურდღელაურისა და  სოფელ კაჭრეთის მიმდებარედ, მოქალაქეები ნახშირს დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში წვავდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: