სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხის საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხის საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამ ერთეულ სახერხ საამქროში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ელექტრონული ჟურნალის წარმოების მოთხოვნების დარღვევა, ღობის ერთობლიობის დარღვევა, ამასთან ერთ-ერთი სახერხის ტერიტორიაზე 3,56 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ სისტემაში.
შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.