სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 15 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 15 ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა ჯამში, 14 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეჩერებული 7 ავტომანქანის ძარაზე ჯამში 15 მ3-მდე სხვადსხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.
წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 9ერთეული სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი მოჭრეს და შემდგომში 7მ3-მდე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.