სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 11 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 11 ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ქუთაისში, ასევე ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 1 550 კილოგრამამდე სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მდინარე რიონის კალაპოტში, სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორი) გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა 45 კუბურ მეტრამდე მოცულობის ქვიშა-ხრეში.
ქალაქ ზესტაფონში კი, მოქალაქე, სატვირთო ავტომანქანით, უკანონოდ მოპოვებული 11 ტონა ქვანახშირის ტრანსპორტირებას ახდენდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.