სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 7 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი დაამზადეს.
თელავის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 18 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.