სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 12 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 12 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 5 ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტია, 7 კი - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.
ხონის, საჩხერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ჯამში 14 ერთეული ხე-მცენარე.
ამავე მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის, ჯამში 26 ერთეული ხე-მცენარის, 5,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე-მერქნისა და 8 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირება განახორციელეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.