საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის მიმდებარედ, მოქალაქე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში არასახიფათო ნარჩენებს ღია წესით წვავდა.

ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების - დურუჯისა და შრომისხევის მიმდებარედ, მოქალაქეებმა გარემო, ჯამში 8 კუბური მეტრი მოცულობის საყოფაცხოვრებო ნარჩენით დაანაგვიანეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: