სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 11 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 11 ფაქტი გამოავლინეს.
ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 3 მოქალაქეს, გარემოდან გადამფრენი ფრინველის ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ ჰქონდა. ერთ-ერთ მათგანს არარეგისტრირებული სანადირო იარაღიც აღმოაჩნდა.
ონის მუნიციპალიტეტში მოქალაქე არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობდა.
არარეგისტრირებული იარაღითა და ღამით გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. ფარით ნადირობდა მოქალაქე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ➡ ნადირობისას „ფარს“ იყენებდა მოქალაქე ქალაქ ქუთაისშიც.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა სამი სამართალდარღვევა: ორი მოქალაქე არარეგისტრირებული სანადირო იარაღებით ნადირობდა. ერთ-ერთი მათგანი, ნადირობისას, ხმოვანი სიგნალების გამომცემ მოწყობილობას, ე.წ. მანოკსაც იყენებდა. მესამე მოქალაქემ კი, ვერ წარმოადგინა სანადირო იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი კანონიერი დოკუმენტი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოინადირეს გარეული ღორი და ნანადირევისგან მიღებული 10 კგ. ხორცის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. მათ ასევე აღმოაჩნდათ არარეგისტრირებული სანადირო იარაღი და ვაზნები. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.