სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 20 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 20 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 11 ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტია, 5 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების, 4 კი - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების.
ბაღდათის, ჭიათურის, საჩხერის, წყალტუბოს, ხონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 24 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 2,1 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადეს და მისი ტრანსპორტირება მოახდინეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 1 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას ახდენდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 60 ერთეული აკაციის სახეობის ხე-მცენარე და მის ტრანსპორტირებას ახორციელებდა.
ქალაქებში - ქუთაისსა და ხონში, ასევე თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, ჯამში 5,2 კუბური მეტრი მოცულობის, სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის (საშეშე მერქანი, დახერხილი ხე-მასალა) ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.