საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე  ასევე განთავსებული  იყო სხვადასხვა სახეობის, ჯამში 22 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 5,3 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილი ფიცარი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: