სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა წიფლის სახეობის 3 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (დაკოტრილი მორი).
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცრის) ნაშთი არ დაემთხვა ელექტრონულ ჟურნალში მითითებულ ინფორმაციას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კი, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებულ 5 ერთეულ აკაციის სახეობის მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) საკონტროლო ფირნიში ლურსმნით იყო მიჭედებული. გარდა ამისა, სახერხ საამქროს არ აქვს მყარი კონსტრუქციის ღობე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.