საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ ბათუმში, მოქალაქემ, სატვირთო ავტომანქანიდან გარემო 0,5 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული ნარჩენით (თხევადი ბეტონი) დაანაგვიანა.

ბათუმსა და ქობულეთში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, მოქალაქეები მუნიციპალურ ნარჩენებს ღია წესით წვავდნენ.

ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 44-მა მოქალაქემ, გარემო მუნიციპალური ნარჩენით დაანაგვიანა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: