სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, მდინარე არაგვისა და თეზამის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვებდნენ ქვიშა-ხრეშს.
შედგა შესაბამისი ოქმები.